იპოვეთ 10 განსხვავება – “შუა ქალაქში” vs. “Friends”(TV show)

January 6, 2010 at 8:39 pm 2 comments

სერიალები მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტელე პროდუქტია, რომელსაც დღესდღეისობით ყველა განვითარებული ქვეყანა აწარმოებს ძირითადად განვითარებადი ქვეყნებისათვის. სერიალი წარმოედგენს ფინანსურად მომგებიან ბიზნესს და ასეთი გადაცემის მაყურებელთა რიცხვი ძალიან დიდია. ასევე უამრავი ადამიანი უყურებს იუმორისტულ შოუებს, რომლებიც ასევე ძალიან ბევრია მსოფლიო სატელევიზიო ბაზარზე. არსებობს ამ ორი სახის ტელეგადაცემის შერწყმის ფაქტებიც, სადაც იუმორისტულ სკეტჩებს ეძლევა ცოტაოდენი შინაარსი, რომელიც სერიებშია გაშლილი. ასე იქმნება კომედიური სერიალ/ტელეშოუები…

იუმორისტული სკეტჩები უკვე ყელამდე გვაქვს ქართველებს: ღამის შოუ, ქლაბ შოუ, კომედი შოუ, შაბათის შოუ, შოუ შოუ და კიდევ შოუ, რომელთა იდეებიც სხვა და სხვა ქვეყნებიდან არის გადმოღებული და მათზე სხვა პოსტებში ვისაუბრებ…

სკეტჩებისა და სერიალის ყველაზე ნათელ შერწყმად საქართველოში შეიძლება ჩაითვალოს “ჩვენი ოფისი” და “შუა ქალაქში”. პირველის საიდანმე გადმოღების ფაქტი ჯერ ვერ დავაფიქსირე, ამიტომ ეს სერიალის ეროვნულ პროდუქტად ჩათვლა შესაძლებელია. რა თქმა უნდა არის იუმორისტული “დაკოპირებები” სხვა უცხოური სკეტჩ სერიალებიდან და ალბათ ოფისელებსაც შევეხები მოგვიანებით. რაც შეეხება საქართველოში ყველაზე დახვეწილ იუმორისტულ შოუ/სერიალად აღიარებულ “შუა ქალაქს”. ამ სერიალში კოპი/პასტების ისეთი რაოდენობაა თავმოყრილი, რომ მათზე ადვილად შეიძლება დისერტაციის დაცვაც. ამ სერიალზე კი ქვემოთა აბზაციდან გავაგრძელოთ წერა…

ვისაც ეჭვი შეეპარა ჩემს ნათქვამში, მას ნამდვილად არ აქვს ნანახი უპოპულარულესი ამერიკული სერიალი “მეგობრები”. იგი 10 სეზონისაგან შედგება და ისეთი მრავალფეროვანი იუმორითა და პერსონაჟებით არის დაკომპლექტებული რომ მის პროდიუსერებს შეეძლოთ კიდევ 10 სეზონიც გადაეღოთ და ეს არანაირ რისკთან არ იქნებოდა დაკავშირებული. რაც შეეხება შუა ქალაქს…პირველი ორი სამი სერია ვერ მივხვდი თუ საიდან მქონა დეჟავუს გრძნობა, თითქოს სადღაც მენახა ეს დეკორაციები და საერთოდ ეს სერიალი, რადგანაც მეგობრების მხოლოდ პირველი  სეზონი მქონდა ნანახი, მოგვიანებით კი მივხვდი რაშიც იყო საქმე.

ბოდიშსაც არ მოვუხდი ჩვენს უნამუსო კაპიროვშიკებს, რომლებმაც თითქმის უცვლელად გადმოაკოპირეს “მეგობრები”, იმის გამოკლებით რომ იუმორის დონე ამ ორ სერიალს შორის კილომეტრებით არის ერთმანეთისაგან. მინდა სამწუხარო ფაქტი გაცნობოთ და გითხრათ, რომ პოსტის სათაური ვერ გავამართლე, რადგან ამ ორ სერიალში მხოლოდ იუმორის დონეშია განსხვავება. დანარჩენ ყველაფერშიც დაბალი გაფორმების დონის გარდა, არაფერია…განვიხილოთ ყველა მსგავსება თუ იგივეობა, როგორც გინდათ ისე უწოდეთ.

პირველ რიგში თვალი გადაავლეთ ორივე სერიალს თუ არ იცით რომელი სერიალია “მეგობრები” და ამის შემდეგ წაიკითხეთ…

დავიწყოთ დეკორაციებით მთავარი ოთახი სადაც ირაკლი მისი ცოლი და დათო ცხოვრობენ აბსოლუტურად არის დაკოპირებული ორიგინალიდან: ფანჯრის დახრილი დიზაინი, შუშაბანდის სტილში, ოთახების განლაგება, ტელევიზორის განლაგება, სავარძლების განლაგება, მაცივარიც კი ისევე დგას როგორც “მეგობრებში”, კარებებიც იგივე სტილისაა. ცოტათი განსხვავდება ღლონტების ბინა.

კაფე-ბარი, როგორც გინდათ ისე უწოდეთ. ზუსტად ისევეა გაფორმებული, როგორც ამერიკულ ანალოგში: სკამები, მაგიდები, სავარძლები, ბარი…სახელის გადმოღებაც უცდია ვიღაცას, მაგრამ დიდა არ გამოუვიდა, “Coffee Corner” – არც ქართულად ჟღერს და არც ინგლისურად.

პერსონაჟებში აშკარად ვიღაცამ იეშმაკა, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, ვნახავთ რომ აქაც არავის უფიქრია რაიმე ახლის მოფიქრებაზე და ძველი გმირების თვისებები სხვა და სხვა ქართველ გმირებზე გადაანაწილეს.

მაგალითად,

“დედას ბუშტი” – ღორმუცელა, მრავალცოლიანობისაკენ მიდრეკილი. პირველი ორიგინალში ჯო ტრიბიანია, მეორე კი როს გელერი. ანანოს პერსონაჟი ფიბი ბუფეს ზუსტი ანალოგია – არაორდინალური, დაბნეული და უცნაური გოგონა. და ასე შეიძლება ყველა გმირის ჩამოთვლა, ყველა “შუა ქალაქის” გმირი გადმოკოპირებულია მისი წინამორბედი სერიალიდან.

ეს კიდევ არაფერი. ყველაზე გამაღიზიანებელი ჩემთვის პირადად არის სიუეტის დაკოპირებებიც, ზოგიერთი სკეტჩი მთლიანად არის დაკოპირებული ძველი სერიალიდან, მთლიანი სერიების სიუჟეტებია გადმოტანილი და გადაქართულებული. ერთადერთი რაც შეიძება რომ ქართულად ჩაითვალოს, ეს არის ღიპიანი კაცები და უხარისხო გადაღება. დანარჩენი ყველაფერი პლაგიატობაა და მეტი არაფერი.

მე არ ვამბობ რომ სერიალი სასაცილო არ არის, უბრალოდ ეს სერიალი და ეს ხუმრობები სხვამ დაწერა და სხვამვე გადაიღო. არის უკვე ასეთი, გაცილებით წარმატებული სერიალი. როგორც არ შეიძლება, მაგალითად, შექსპირის გადმოქართულება და სხვა სახელის დარქმევა, ისევე არ შეიძლება მსოფლიოში აღიარებული სერიალის დაკოპირება და ქართული ანალოგის შექმნა. როცა ევროპულ სტანრადტებზე საუბრობ და პრეტენზია გაქვს ევროპულ წარმომავლობაზე ელემენტარულად ეთიკის ნორმებს უნდა იცავდე და ასეთ რაღაცებს არ აკეთებდე. მითუმეტეს, რომ ქართველებს მშვენიერი იუმორის გრძნობა გვაქვს და არ არის საჭირო ამერიკული იუმორის გადმოქართულება. ეს უბრალოდ სიზარმაცის ბრალიც არის, მაგრამ ამასთანავე არაეთიკური საქციელია. კრიტიკა აკლია ქართულ ყველაფერს.

Entry filed under: Critisism, Television. Tags: , , , , , .

John Mayer in Volkswagen commercial ნიჭიერი ერი? – პროექტი “ნიჭიერის” შესახებ

2 Comments Add your own

  • 1. monkey  |  February 4, 2010 at 10:58 pm

    უსამართლო კრიტიკას აქვს ადგილი.
    ჯერ ერთი სერიალი ოფიციალურადაა ნაყიდი და შესაბამისად დეკორაცია უნდა გადმოეტანათ კიდეც. მეორეც, პერსონაჯებს რაც შეეხებათ, არცერთი არაა ამოვრდნილი ქართული რეალობიდან. გასაააგებია რომ ანანო და ფიბი ბაფი ერთნაირები არიან, დავამატებდი სანდროს და ჯოი ტრიბიანს. ეგ ეგრეც უნდა ყოფილიყო, სერიალი ნაყიდია და აქაურ ავტორებს სპეციალური თხოვნა დასჭირდათ რომ სერიალში ღლონტები ჩაესვათ.
    რაც შეეხება ხუმრობებს, არა მგონია ამერიკული რეალობა იყოს ბიძაშვილის შენთან ცხოვრება ან რაღაცების ნათხოვრობა და არ დაბრუნება. კარგად ვიცნობ ორივე სერიალს და ერთადერთხელ დავიჭირე ერთი და იგივე სკეტჩი, როცა ბარს ხურავდნენ და ანანომ იმღერა, და ვერ ვხვდები რატოა ამხელა ამბავი მაგაზე.
    ფრენდსი ჩემი საყვარელი სერიალია, რა თქმა უნდა შუა ქალაქში ვერც მივა ახლოს, თუმცა უსამართლო კრიტიკა ჩემთვის მისაღები არაა.

    Reply
    • 2. blogintb  |  February 4, 2010 at 11:30 pm

      უსამართლო რაღაც მხრივ შეიზლება იყოს მაგრამ ბევრი რაღაცაა რაც კრიტიკის საგანი უნდა გამხდარიყო. მე არაერთი გადმოღებული სკეტჩი შევამჩნიე შენი შემჩნეული არც მინახავს )). ჩემი შეცდომა ისაა რომ დადებით მხარეების დაწერა დამავიწყდა, ამას თავისი მიზეზი ქონდა. დამეძინა )) ხოდა დადებითია ღლონტების და ლაშას ყოფნა ასევე დათოსიც. ეროვნული პერსონაჟები არიან, მაგრამ ახალს არაფერს არ აკეთებენ და მალე მოძველდებიან. მე ის მწყინს რომ ყველაფერს იღებენ სხვისგან თუ გინდა ოფიციალურადაც გააკეთონ ეგ. რამე ახალი მინდა რომ ვნახო ქართული და რაიმე ისეთი რასაც ჩვენგან გადაიღებენ სხვები. ვოტ))

      Reply

Leave a comment

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


Old Posts

Counters