ჟლეტვა კანადურად, ანუ ტრა*ის “თამაშები” ქართულად..

February 16, 2010 at 9:29 pm Leave a comment

სათაური უფრო ჰოლივუდური გამომივიდა ვიდრე ამას ეს სტატია მოითხოვდა, მაგრამ რას იზამ, “ეს საკუთარი შეცდომის ბრალი იყო”. ამავე ფრაზით იმხნევებდნენ რამოდენიმე დღის განმავლობაში ზამთრის ოლიმპიადის ორგანიზატორები კანადაში, ქართველი სპორტსმენი, 21 წლის ნოდარ ქუმარიტაშვილი კი მათ ევროპული სტანდარტებით აგებულ სრულყოფილ ტრასას შეეწირა…

ალბათ ყველამ ნახა ამ შემზარავი ტრაგედიის ამსახველი ფოტოები და ვიდეო მასალა და ყველამ დაინახა ვისი ბრალი უფრო იყო ასეთი ფატალური შედეგი. ორგანიზატორები კი ისეთი თავხედები აღმოჩნდნენ, რომ ჩვენ მხარეს გადმოაბრალეს ყველაფერი და ცხონებული ნოდარი რომ გადარჩენილიყო ალბათ დისკვალიფიკაციას მისცემდნენ. მათი პანიკური შიში გასაგებია, რადგან ტრასის არასწორი აგებულების და ამის გამო ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები ეჭვ ქვეშ აყენებდა საერთოდ ამ ზამთრის სპორტის ამ წელს კიდევ გაგრძელებას. თუმცა ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა მშვენივრად მოახერხეს სიტუაციიდან დაძრომა და დიდი პანაშვიდები გადაიხადეს და ღმერთს ჩააბარეს გარდაცვლილი დიდის ამბით.

მოდით ცოტა სხვა მხრივ შევხედოთ სიტუაციას და ცივი გონებით ვიმსჯელოთ. ოლიმპიური “თამაშები” იმიტომ არის თამაშები, რომ ამის დროს ადამიანები უნდა გაერთონ და იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ 21-ე საუკუნეში ვართ და მონობა გაუქმებულია, სპორტსემენებიც არ არიან ვალდებული საკუთარი სიცოცხლე დადონ სასწორზე ამ ზემოთ ხსენებული ხალხის გასართობად. დაზიანებების თავიდან ასაცილებლად კი არსებობს უამრავი თავდაცვის საშუალება, რომლებსაც ვითომ წარმატებით იყენებენ ჩვენი უცხოელი ძმები, მათ შორის იყო ტრასის გამართულობა, რაშიც ძალიან მეპარება ეჭვი. როცა ფოტოები ვნახე ამაში დავრწმუნდი. სადაც ტრაგედია მოხდა არც ბადე იყო არც კედელი, უბრალოდ გაურკვეველი წარმოშობის ბოძები იდგა. ქართველ სპორტსმენს რომც დაეშვა შეცდომა იგი მაინც ტრასაზე უნდა დავარდნილიყო და არა სადღაც კანადელების იალაღებზე. შეცდომა ომში შეიძლება სიკვდილით დამთავრდეს მაგრამ ეს არ არის ომი. ეს ხომ თამაშებია?

ეს ქართული მხარის დასაცავად. ახლა იმ ფაქტზე ვილაპარაკოთ თუ რა ესაქმებოდა ზამთრის ოლიმპიადის ამ სახეობაში საქართველოს?

მინახავს გამოჩენილი ქართველი მძლეოსნები, ძიუდოისტები, მოკრივეები, მოჭადრაკეები, წყალბურთელები, რაგბისტები და ზოგჯერ ფეხბურთელებიც, მაგრამ არ მინახავს გამოჩენილი ქართველი მრბოლელი “ფორმულა 1″-ში, ჟოკეი, პოლოს მოთამაშე, კრიკეტის მოთამაშე. მითუმეტეს არ მინახავს მოციგურავე. რატომ არ მინახავს? იმიტომ რომ ამ სპორტის სახეობებს განვითარება უნდა, განვითარებას კიდევ სახსრები რომლებიც არ გააჩნია საქართველოს. ციგა და თოვლი არ ნიშნავს იმას რომ უკვე შეიძლება ამ სპორტში მონაწილეობა. ჯერ 1: საქართველოში არც ბაკურიანში და არც გუდაურში არ არსებობს ციგის ტრასა, დარწმუნებული ვარ არც თბილისში აქედან გამომდინარე ამ სპორტში ვარჯიში გამორიცხულია.

მართალია შეიძლება ციგას ბორბლები მიამაგრო და იმ დალოცვილ ასფალტზე იგორაო, რომელსაც ჩვენი რევოლუციური ხელისუფლება ასე გამალებით აგებს და ჩვენი სასოწარკვეთილი ხალხი ამდენი ხანია ფიქრობს იჭმევა თუ არა ზემოთ ხსენებული. ამ სპორტს ვერ განავითარებ მიწაზე გორვით, ისევე როგორც ცურვას ვერ ისწავლი უწყლოდ(სამწუხაროდ ასეთი ფაქტები გვაქვს საქართველოში). რომც გამოჩნდეს ვინმე პატარკაციშვილი და აგიშენოს ერთი ძუნძგლიანი ტრასა, ამას მილიონობით ლარი ჭირდება განსავითარებლად. ჩვენ რომ ბავშვობაში დაღმართს ვეძებდით და იქიდან ვეშებოდით ხის ციგებით, ეგეთი იქ არ გადმოდგება. ამ ციგის მოდიფიკაცია ყოველწლიურად ხდება და ამაზე უფრო დიდი თანხები იხარჯება. ციგა ეს მიახლოებითი სახელია, რადგანაც ის ოლიმპიური “ციგა” 140-150 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს ტრასაზე. ასეთ ციფრებთან ხუმრობა არ შეიძლება და ეს ზემოთ აღნიშნულმატრაგედიამაც ნათლად დაგვანახა.

ამიტომ მინდა ვუთხრა ქართული სპორტის ფედერაციას, თუ რაც ჰქვია და თუ არსებობს საერთოდ ასეთი, ტრაკის თამაშს თავი დაანებონ და ის სახეობები განავითარონ სადაც უფრო მეტი შანსი გვაქვს გამარჯვებისათვის და უფრო ნაკლები სიკვდილისთვის. მიხედეთ რაგბს, წყალბურთს, კალათბურთს, ძიუდოს. თუ რამის განვითარება გინდათ ფეხბურთში გააკეთეთ ინვესტიციები. თუ გგონიათ რომ ტელევიზიით ფეხბურთზე მოწყობილი დისკუსიებით ჩვენს მოთამაშეებს კუნთები გაუვარჯიშდებათ, მერწმუნედ, ცდებით.

ცოტა ნათლად დაინახეთ ჩვენი შესაძლებლობები. არ შეიძება ისეთი სპორტისათვის ხელის მოკიდება სადაც უბრალოდ შანსი არ გაქვს. და თუ ვინმეს ჰგონია რომ ექსპერიმენტების დროა საქართველოში, გორს გასცდეს და კარგად დაათვალიეროს რუსული სამხედროების ალკოჰოლისგან დეგრადირებული სახეები, ან “სინათლის ქალაქში” დამშეული ქართველების კარგად განათებული გამომეტყველება.

სხვისი სიცოცხლით თამაში ძნელია, მაგრამ რომ არ გაებზიკათ კუდები და არ შეძრომოდნენ ევროპელებს საკუთარ სტანდარტებში, დღეს ნოდარ ქუმარიტაშვილი ცოცხალი იქნებოდა. ქედმაღლობა და ყველაფერი უცხოურის სიყვარული ქართველების მარადიული პრობლემაა…აჭრელებულია ქართული და უცხოური პრესა ამ ფაქტის ამსახველი სტატიებით მაგრამ რისი გამოსწორება შეიძლება ახლა ამით?

Entry filed under: Black PR, Critisism, Press. Tags: , .

პროექტ “ნიჭიერის” საოპერატორო ჯგუფს

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


Old Posts

Counters


Follow

Get every new post delivered to your Inbox.