პროექტ “ნიჭიერის” საოპერატორო ჯგუფს
February 8, 2010 at 11:31 pm Leave a comment
წინა ორშაბათიდან რუსთავი 2-ზე დაიწყო ბრიტანული პროექტის ქართული ანალოგი – “ნიჭიერი”, რომლის შინაარსიც საკუთარი სახელიდან გამომდინარეობს. დღეს იყო რიგით მეორე გადაცემა და აღსანიშნავია, რომ წინა კრიტიკული პოსტის ცოტათი შერბილება შეიძლება. კარგია! მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც მე მგონი მარტო მე მეჩვენება დიდად არის…
ოპერატორთა მუშაობა მონაწილის გამოსვლის დროს. ეს წინაზეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, რომ არ მაინტერესებს ვანო თარხნიშვილის ემოცია, როდესაც მინდა რომ მე მქონდეს რაიმე ემოცია გამომსვლელის მიმართ, თუნდაც ეს ქალთევზა იყოს ან “ის სათვალიანი კაცი”. ამის საშუალებას კი კამერების მუშაობა არ იძლევა.
მაგალითად დღეს გამოვიდა მოცეკვავეთა ჯგუფი “მოზაიკა”, რომლებმაც ჯეკსონის სიმღერაზე შეასრულეს ცეკვა და საკმაოდ კარგადაც, თუ დარბაზსა და ჟიურის დავუჟერებ(!), რადგანაც მე მარტო კულისებს და სხვა ხალხს ვხედავდი ეკრანზე. ცხონებული ჯეკსონის ცეკვა გამოირჩეოდა მოქნილი მოძრაობებით, რომლებიც ამ ბიჭმა საკმაოდ კარგად შეასრულა, მაგრამ ამ ილეთების გაკეთებისას მხოლოდ მისი სახე ჩანდა და არა მისი ფეხები ან ხელები. “moon dance”-ის სახელით ცნობილი მაიკლის მოძრაობის გაკეთებისას კი ისეთი კადრის გადატანა მოხდა, აბსოლუტურად ვერაფერი ვერ დავინახე.
ჩემი აზრით ასეთი გამოსვლები უნდა გადაიღონ ფართო ხედით, ისე რომ მთელი სცენა გამოჩნდეს და არა მარტო ერთი ან ორი კაცი ან რომელიმე წამყვანი.
Entry filed under: Critisism, Television. Tags: .
Trackback this post | Subscribe to the comments via RSS Feed