ნიჭიერი ერი? – პროექტი “ნიჭიერის” შესახებ
February 3, 2010 at 11:25 pm 5 comments
ალბათ თქვენმა უმრავლესობამ უკვე შოუს დაწყებამდე იხილეთ უამრავი ე.წ. ტიზერები და რეკლამები რუსთავი ორზე და ასევე ვიღაცის “ფლეშკიდან” მოპარული “ქალთევზას” რექვიემის ვიდეო. ფეისბუკზეც და სხვა სოციალურ ქსელებშიც საკმაოდ დიდი გამოძახილი ჰპოვა ამ პროექტის ფანკლუბების ფორუმებში და დისკუსიებში. ეს რეკლამებშიც ხშირად აღინიშნა.
როგორც ვიცი აქ შემომსვლელთა 90% მაინც ერკვევა ასეთ შოუებში და კარგად იცის რომ პროექტი “ნიჭიერი” ჩვენი ნიჭიერი პროდიუსერების მოფიქრებული არ არის და იგი ყველაზე პოპულარული ბრიტანული პროექტია, სადაც ასევე ბრიტანული პროექტი პოპ აიდოლისაგან(ქართული ანალოგი – “ჯეოსტარი”) ნიჭი მარტო მუსიკალური მონაცემებით არ ფასდება და ყველა სხვა და სხვა სახის ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანს შეუძლია მივიდეს და ბედი სცადოს. ქართველები კი სულ გავიძახით რაც მაგრები ვართ ქართველები ვართო და აქამდეც მიკვირდა ასეთი პროექტი რომ აქამდე არავინ არ გააკეთა და ბრიტანელებმა დაგვასწრეს.
პროექტი ნაწილებად არის დაყოფილი და მისი პირველი ერთ საათიანი სიუჟეტი ორშაბათს, 1 თებერვალს გავიდა რუსთავი ორის ეთერში. წამყვანებად მოგვევლინნენ ყოფილი მის საქართველო თიკა ფაცაცია და ჩვენი ოფისისა და ამავე სერიალზე გადაღებული ფილმის “რაც ყველაზე ძალიან გიყვარს” ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი ვანო თარხნიშვილი. ჟიურიში კი – პროფილის უცვლელი წამყვანი მაია ასათიანი, ნიკა მემანიშვილი და გეგა ფალავანდიშვილი არიან.
მე პირადად(და რადგანაც ჩემი ბლოგია, აქ ყოველთვის მე პირადად ვფიქრობ პოსტების შინაარსზე))) ) ამ პირველი გადაცემიდან მარტო სათაური მომეწონა – “ნიჭიერი” – ნიჭი და ერი. რა კარგად ჩაჯდა არა? ახლა უკვე თვითონ პროექტზე და ფორმატზე…
ერი რაც არის და როგორც არის ეს მგონი ყველამ იცის. აი ნიჭის განმარტება რომ ყველამ იცის ამაში ცოტა ეჭვი შემეპარა პირველივე მონაწილის განაცხადიდანვე. ის რომ 10-12 წლის გოგოს მუშტის პირში ჩადობა შეუძლია და ეს მას ნიჭად მიაჩნია(ალბათ მშობლების აზრის გამო) სასაცილო არ არის. ანომალიაა. სტეკლოზე ზურგით გაწოლას კიდე აიტანს კაცი. და მუცელზე მარშუტკის გადატარებაზეც დაიძაბება აუდიტორია. აუდიტორია კიდევ სულ სხვა თემაა და რადგანაც ხშირად აჩენებდნენ ადამიანთა ემოციებს მეც კარგად დავაკვირდი ამ უკანასკნელს და ძალიან უკმაყოფილო დავრჩი. ჯერ მარტო იმიტომ, რომ დარბაზი გაჭედილი იყო კონკურსანტთა ნათესავებით, რაც პროექტის ორიგინალში არ ხდება. ასევე გაურკვეველი წარმომავლობის ბავშვები და მოხუცები მოხვდებოდა ყველას თვალს. ეს კიდევ არაფერი. აი ყურებამდე შეყვარებული კონკურსანტი რომ გამოვიდა სათვალეებში რომ მალავდა საკუთარ პიროვნებას, საკუთარი სიმღერა რომ შეასრულა და ეს აუდიტორია ფეხზე რომ წამოუდგა და აღფრთოვანდა აი მაშინ მივხვდი თუ რა განსხვავება იყო იმ ბრიტან გოთ ტალენტსა და ამ ნიჭიერების აპოთეოზში მყოფ შოუს შორის. ამ ხალხმა აშკარად არ იცის რა არის კარგი შესრულება და რა არის სრული იდიოტიზმი. ინგლისში ფეხზე ისეთ ადამიანებს წარმოუდგნენ, რომლებმაც მართლა დახურეს და დაანგრიეს ყველაფერი და რომლებსაც ეკუთვნოდათ ტაშიც და ფეხზე დგომაც. აი ჩვენ შემთხვევაში რატომ წამოდგა ფეხზე ყველაზე დიდი შემფასებელთა გროვა ეს უკვე მისტიკაა და პასუხი ამაზე არ მაქვს სამწუხაროდ. ყველაზე ამაზრზენი ის იყო რომ მაია ასათიანმა და ჟიურის მეორე წევრმა ეს რომეო გადაიყვანეს შემდეგ ტურში კარგი შოუს შემოთავაზებისთვის. ხალხნო, ეს თუ შოუ იყო მაშინ ლუჩანო პავაროტი ტაქსის მძღოლი ყოფილა.
რამდენი დარტყმული მოვა კიდევ ამ პროექტში ამას შემდეგი გადაცემები აჩვენებს. მანამდე სხვა მხარეებზეც ვილაპარაკოთ აუდიტორიის მდარე ინტელექტის გარდა.
გულნაზი გოლეთიანი = სუზან ბოილი? თუ ამას და სიუჟეტის დაკოპირებისა და ისტორიის მხრივ შევხედავთ, სრული ანალოგები არიან, მაგრამ აი ვოკალურ მონაცემებზე რა გითხრათ. სად ერეკლე და სად ჩემი **(ცენზურა)*ო ხომ გაგიგიათ. არ შეიძლება ადამიანი მარტო საცოდაობის და სიბრალულის გრძნობის გამო მოიწონო, მითუმეტეს ასეთ პროექტში. გულნაზიმ ისეთი სიმღერა იმღერა, რომელიც ყველას ცრემლს მოადენს და გულს აუჩუყებს. მარტო ამითი არ შეიძლება შეფასება.
მონაწილეების მხრივ რომ სრული კრახი განიცადა პროექტის პირველმა ნაწილმა ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ახლა თვითნ “ნიჭიერის” ორიგინალზე ვისაუბროთ. ძალიან მიყვარს ქართული კოპი/ფასთ გადაცემები და როგორც გითხარით “ნიჭიერი” სწორედ ასეთ გადაცემებს მიეკუთვნება. აი დაკოპირება როგორ გამოუვდათ ამას შევხედოთ.
სათაური ნამდვილად კარგად ჩაჯდა ქართულ რეალობაში ამას ვაღიარებ და ორიგინალსაც ჯობს, აი სხვა მხრივ ჯობნაზე ეჭვი მეპარება. ჯერ ეს ერთი ამათმა მარტო პროექტი კიარა მონაწილის დაკოპირებაც გადაწყვიტეს მაგრამ ცუდად გამოუვიდათ. 500 კაცი რომ ფეხზე წამოუდგა ეს წარმატებას არ ნიშნავს, თანაც გაურკვეველი წარმომავლობის 500 კაცი.
რაც შეეხება გადამღებ ჯგუფს. არ ვიცი თქვენ როგორ ფიქრობთ მაგრამ მე ძალიან არ მომეწონა ოპერატორთა მუშაობა. ერთადერთი მონაწილე ვინც მომეწონა მე პირადად, იყო მოცეკვავეთა ჯგუფი “New Style”, რომლებმაც საკმაოდ კარგად იცეკვეს. პრობლემა ის იყო რომ მათი ცეკვის დროს ხან მაია ასათიანის უაზრო გამოხედვას და ხან კულისებში მყოფ ვანო თარხნიშვილის თავს აჩვენებდნენ. ცეკვა კიდევ სიმღერა არ არის რომ მოუსმინო. ეს უნდა ნახო და ისე შეაფასო. ესეც კიდევ ერთ წარუმატებელი მხარე.
რაც შეეხება ჟიურის. ვინ აკომპლექტებდა ნამდვილად არ ვიცი მაგრამ ვინც არ უნდა ყოფილიყო ასეთი რაღაცები მისი საქმე არ ყოფილა. მარტო ნიკა მემანიშვილია ჟიურიში კომპეტენტური და სწორად შეყვანილი. დანარჩენები რატომ და რისთვის სხედან ამ სამეულში, ჩემთვის პირადად გაუგებარია. რაში სჭირდება ნიჭიერების გამოვლენას პროფილის წამყვანის სიბრალულით აღსავსე მზერა? ჟიურის მოდელის გადმოღება ჯობდა სხვა რამის გადმოღებას ორიგინალიდან. იმიტომ რომ ინგლისურ ვერსიაში ჟიურიში სხედან საიმონი, ყველაზე კომპეტენტური და მკაცრი წევრი, რომლის დამსახურებაც არის ის რომ 10-ეულში თუ 12-ეულში ხვდებიან სიუზან ბოილის ნაირები და არა შეყვარებული ტაქსისტები. ნიკა მემანიშვილი მარტო რომ მჯდარიყო ჟიურიში ყველაზე კარგი ეს იქნებოდა, იმიტომ რომ ის ყველაზე კარგად აფასებდა მონაწილეებს. მაია ასათიანის ანალოგი ინგლისში ყველაზე სექსუალური ქალია, რომელიც ინგლისში ცხოვრობს დღესდღეობით და რა კავშირშია სექსუალობა და მაია ასათიანი ერთმანეთთან არ ვიცი. მესამე ჟიურის წევრი იქაც და აქაც გაურკვეველია ჩემთვის. ყველაზე ცუდი კი ისაა რომ ამ პროექტში უმრავლესობა წყვეტს ბედს და მარტო ნიკა მემანიშვილი ვერაფერს გახდება ამ პროვინციული “შოუების” წინააღმდეგ.
ცუდია რომ არავინ არ აკრიტიკებს ასეთ გადაცემებს და ამათაც გონიათ რომ მაგრად მუშაობენ და მიერეკებიან და მიერეკებიან საითაც გაუსწორდებათ. კრიტიკაა საჭირო კრიტიკა!
ვინც ჩემს აზრს არ იზიარებს გაბრძანდით ჩემი ბლოგიდან!)))
Entry filed under: Black PR, Critisism, Television. Tags: channel, copy/paste, Georgia, get, got, nichieri, rustavi 2, talent.
1.
monkey | February 4, 2010 at 10:21 pm
მდაა..
მგონი ჯობს ჯერ სწორი მართლწერა ისწავლო.
ეტა რაზ.
და უაზრო მგონია არგუმენტი ყველაზე სექსუალური ქალის შესახებ..
გულნაზიზე და სუზანზე უკვე ყველამ ვთქვით..
და გამორჩეულობის მიზნით გუნაზისადმი ნათქვამი “ცენზურაც” სასაცილოა..
გავედი მე არ ვიზიარებ შენს აზრს..
)))
2.
blogintb | February 4, 2010 at 11:25 pm
მართლწერას რას ერჩი ? ))
) მოიცა სად მიდიხარ? ))
ყველაზე სექსუალური ქალი იმიტომ მოვიყვანე მაგალითად რომ იქ ამაზე მაინც არის აქცენტი გაკეთებული და მაია ასათიანის მაგ ჟიურიში ჯდომის მიზეზს ვერ ვხედავ უბრალოდ. ვიცი რომ ყველა თქვა მაგრამ მეც უნდა მეთქვა
3.
vasasi | February 4, 2010 at 10:33 pm
geTanxmebi absoluturad…
4.
Katiee | February 5, 2010 at 12:41 am
არ გავალ ჩემი აზრის დაუტოვებლად
რაკი ასეთი კრიტიკა დაწერეთ, ესე იგი საწინააღმდეგო აზრიც გაინტერესებთ
გადაცემით აღფრთოვანდი , გავგიჟდი და გადავირიეთქო, რომ ვთქვა, მოვიტყუები. თუმცა, მგონია რომ ერთერთი ყველაზე კარგად გაკეთებული კოპიაა, განსხვავებით თუნდაც ჯეოსტარისგან, რომლის განათება და ხმის ბალანსი დღემდე ვერ დახვეწეს, ჟიურისა და მონაწილეებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. თითოეული გადაცემა სიამოვნების ნაცვლად ნერვების დაწყვეტა იყო, მიუხედავად იმისა საერთოდ ვინმეს უგულშემატკივრებდი , თუ არა .
რაც შეეხება ნიჭიერს,
უნდა მოახერხო იყო ყველაზე არაპოპულარული წამყვანი დ აგქონდეს ყველაზე პოპულარული გადაცემა
+ მგონია, რომ ნიჭიერში საკუთარი თავის რეაბილიტაციას მოახდენს. არც ისე ცუდად მოიქცევა, როგორც ველით 

თქვენს მიერ მოყვანილ კრიტიკაზე კონტრარგუმენტების სახით მოკლედ დავწერ:
~ სიუზან ბოილი და ჟიურის კცევის დაკოპირება კი მოხდა, მაგრამ იმ ქალმა მაინც საკმაოდ კარგად, უფრო სწორად ემოციურად იმღერა. ასეთი მონაწილე კი შემდეგ შოუშიც კარგად გაიყიდება. ასეთი შოუების პირველი მიზანი კი სწორედ გაყიდვაა, ამიტომ არჩევენ იქ ასეთი ტიპის ნიჭიერებს და ალბათ არასოდეს მოხვდება ირმა გიგანისნაირი ვირტუოზი პიანისტი ბავშვი, უბრალოდ ის მაღალი კლასია და ვიწრო წრეში იყიდება
~ ის სათვალიანი კაცი მგონი არ გაუყვანიათ, მარტო ერთმა მისცა ხმა. თუმცა, არ გამიკვირდებოდა რომ გაეყვანათ. ასეთი რამ მარტო ჩვენთან არ ხდება. ბრიტანულ იქს ფაქტორში, რომელსაც თავიდან ბოლომდე ვუყურებდი, ნერვები დამაწყვიტა უსმენო ტყუპების სიმღერამ (შეგიძლიათ იუთუბზე ნახოთ). თუმცა, ის ორი ბავშვი, თავისი უნიჭობის და სასაცილო შოუების გამო საინტერესო იყო აუდიტორიისთვის, ბრიტანული აუდიტორიისთვის (ანუ, მარტო ჩვენ არ ვართ ასეთი საშინელი აუდიტორია). შესაბამისად შოუს პატრონმა და ჟიურიმ თავის დროზე აარჩია, მოგვიანებით კი ინანეს, როცა უამრავი ნიჭიერი მომღერალი გაყარა მათ გამო მაყურებელმა, მაგრამ… მოკლედ, პოზიცია ისევ იგივეა. პროექტი კომერციულია, შოუ უნდა გაიყიდოს.
~ მაია ასათიანი მეც საშინლად მიშლის ნერვებს, დანარჩენ საქართველოსთან ერთად. თუმცა, ვაღიარებ, რომ ერთერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემა აქვს, რის გამოც, სხვა გზა არ არის, უნდა დავაფასოთ
~ წამყვანები მომეწონა, ანუ თიკა და ვანო. რაც მთავარია ისევ დუტა არ იყო. მარტო დუტას ხმას გავუძლებთ, როგორღაც
~ ოპერატორები მართლაც საშინლად იღებდნენ, განათებაც არ ვარგოდა, იმედია შემდეგში გამოასწორებენ.
5.
blogintb | February 5, 2010 at 11:44 am
რა თქმა უნდა მაინტერესებს საწინააღმდეგო აზრი, თორემ საერთოდ რაში მჭირდება აქ რამის დაწერა )))
მეც იმას ვამბობ რომ არ მომეწონა გადაცემა და რა არ მომეწონა ის დავწერე(მართალია დადებით მხარეებზე დაწერა დამავიწყდა რაც სხვა პოსტშიც აღვნიშნე ))) ) რომ არ გადავრეულვარ და რომ მინდოდა რომ კარგი ყოფილიყო იმიტომ მაქვს უკმაყოფილების გრძნობა. უბრალოდ თქვენ უფრო ნაკლებად გააკრიტიკეთ მე კიდევ ამის კრიტიკის გარდა, იმ დღეს მეტზე არაფერზე არ მიფიქრია ))
რაც შეეხება თქვენს კონტრარგუმენტებს : ))
- გულნაზი გოლეთიანი არ გაიყიდება არსად, ვერ ჩაწერს ალბომს რადგანაც მისი ემოციურობა დისკზე არ გამოჩნდება )) სიუზან ბოილთან მხოლოს დადგმა აკავშირებს რადგანაც იმ პროვინციელ ქალს რომელმაც ლაპარაკიც არ იცოდა ნორმალურად მართლა ძალიან მაგარი ხმა ჰქონდა.
- ყველაზე მთავვარი გამოგრჩენიათ. მართალი გითხრათ მაია ასათიანმა ისე გამოხედა სიმღერის დასრულების შემდეგ რომ მე მეგონა არას იტყოდა მაგრამ მინდა გითხრათ რომ, “ის სათვალიანი კაცი” გავიდა და მისი დადგმული რაღაც :0)) რასაც ქართველები შოუს ვეძახით სრული მარაზმი იყო.
- ხო ეგ დამავიწყდა და ბოდიშს ვიხდი არ ვუყურებ მაგ გადაცემას მარტო ასათიანის გამო. ნერვებს მიშლის უბრალოდ და იმიტომ )))
- არ მომეწონა იმიტომ რომ ზედმეტად თამაშობდნენ და ზედმეტად ცანცარებდნენ
- ამაში მეთანხმებით როგორც ვხედავ ))
დიდი მადლობა საინტერესო კომენტარისთვის