Archive for January, 2010
იპოვეთ 10 განსხვავება – “შუა ქალაქში” vs. “Friends”(TV show)
სერიალები მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტელე პროდუქტია, რომელსაც დღესდღეისობით ყველა განვითარებული ქვეყანა აწარმოებს ძირითადად განვითარებადი ქვეყნებისათვის. სერიალი წარმოედგენს ფინანსურად მომგებიან ბიზნესს და ასეთი გადაცემის მაყურებელთა რიცხვი ძალიან დიდია. ასევე უამრავი ადამიანი უყურებს იუმორისტულ შოუებს, რომლებიც ასევე ძალიან ბევრია მსოფლიო სატელევიზიო ბაზარზე. არსებობს ამ ორი სახის ტელეგადაცემის შერწყმის ფაქტებიც, სადაც იუმორისტულ სკეტჩებს ეძლევა ცოტაოდენი შინაარსი, რომელიც სერიებშია გაშლილი. ასე იქმნება კომედიური სერიალ/ტელეშოუები…
იუმორისტული სკეტჩები უკვე ყელამდე გვაქვს ქართველებს: ღამის შოუ, ქლაბ შოუ, კომედი შოუ, შაბათის შოუ, შოუ შოუ და კიდევ შოუ, რომელთა იდეებიც სხვა და სხვა ქვეყნებიდან არის გადმოღებული და მათზე სხვა პოსტებში ვისაუბრებ…
სკეტჩებისა და სერიალის ყველაზე ნათელ შერწყმად საქართველოში შეიძლება ჩაითვალოს “ჩვენი ოფისი” და “შუა ქალაქში”. პირველის საიდანმე გადმოღების ფაქტი ჯერ ვერ დავაფიქსირე, ამიტომ ეს სერიალის ეროვნულ პროდუქტად ჩათვლა შესაძლებელია. რა თქმა უნდა არის იუმორისტული “დაკოპირებები” სხვა უცხოური სკეტჩ სერიალებიდან და ალბათ ოფისელებსაც შევეხები მოგვიანებით. რაც შეეხება საქართველოში ყველაზე დახვეწილ იუმორისტულ შოუ/სერიალად აღიარებულ “შუა ქალაქს”. ამ სერიალში კოპი/პასტების ისეთი რაოდენობაა თავმოყრილი, რომ მათზე ადვილად შეიძლება დისერტაციის დაცვაც. ამ სერიალზე კი ქვემოთა აბზაციდან გავაგრძელოთ წერა…
John Mayer in Volkswagen commercial
ვოლკსვაგენის საინტერესო რეკლამა გიტარისტ ჯონ მაიერის მონაწილეობით
