ჯიპების თაობა

December 10, 2009 at 9:16 pm 3 comments

Infiniti, Toyota, Land Rover, Mercedes, BMW…ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ ავტომწარმოებლებისა, რომლებიც ყველგანმავალის ტიპის ავოტმობილებს უშვებენ.

საქართველოში ნებისმიერი ბრენდის ყველგანმავალს “ჯიპი” ჰქვია, რაც სახელგანთქმული ავტომობილის “ჯიპის” სახელწოდებიდან დამკვიდრდა. პირველი დზერსკი ყველგანმავალი ხომ სწორედ ამ მწარმოებელმა შემოგვთავაზა და ამით დაჩრდილა მშობლიური “ნივა”. სასაცილოც იქნებოდა “ჯიპის” მაგივრად ნებისმიერი მარკის ყველგანმავლისთვის ხალხს “ნივა” რომ დაერთო ბოლოში. გვეყოლებოდა ინფინიტის ნივა, ტოიოტას ნივა და ა.შ…

დავუბრუნდეთ ისევ ე.წ. ჯიპებს. საერთოდ, საყოევლთაოდ ცნობილია და ფაქტია, რომ ჯიპს იყენებენ მსოფლიო ქვეყნების ისეთ ადგილებში სადაც ჩვეულებრივი მსუბუქი ავტომანქანები ვერ დადიან: მთებში, კლდოვან წარმონაქმნებში, ღრმა ტალახში და თოვლშიც. მასში ხომ თავს მთის, კლდის და ტალახის მეფედაც კი გრძნობ თავს, რადგანაც მწარმოებლებმა ისეთი კომფორტი შეუქმნედ ჯიპის მძღოლებს რომ გადმოსვლაც არ მოგინდება. 90 გრადუსითაც რომ იყო დახრილი, ამას ვერც იგრძნობ ჯიპში ჯდომისას!(რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ნივას არ ეხება, რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ზოგჯერ ჯობნის კიდევაც ამ ბრენდებს გაუვალ ადგილებში გამავლობით)

ალბათ სწორედ მეფის როლი მოწონთ ქართველებს ამ ავტომობილებში. ქართელის ქედმაღლობა ხომ საქვეყნოდ ცნობილია. უმეტესობა, ჯიპში თუ  სხედან, ყველა პრობლემა გადაწყვეტილი გონიათ. ისე იყურებიან ხოლმე საკუთარი ბრიყვული სახეებით, რომ შურის მაგივრად საცოდაობის გრძნობა გაგიჩნდება. არ იციან რა უნდათ ჭამის და სმის გარდა )) ჯიპში სხედან და ტვინში სიცარიელეა, ტვინის განძრევა ხომ ერთ ადგილის განძრევასავით დამღლელი და არაკომფორტულია. კომფორტის მოყვარულმა პროვინციელმა “ელიტამ” კი კომფორტი აირჩია. ერთი მიკვირს მარტო: ხალხი მთელი ცხოვრება მუშაობს და პურის საყიდელი ფული არ რჩება და ამ უტვინო და უინტელექტო ხალხს ამდენი ფული საიდან აქვთ? ჯიპი ხომ კომფორტულობასთან ერთად საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა! თქვენ გეგონათ ისე არიგებდნენ?

ყველაზე ცუდი ის არის რომ საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმული კაი ხნის წინ იყო. ახლა კი მხოლოდ ორი ქალაქიღა დარჩა სადაც ნორმალურად შეიძლება არსებობა. ჯიპები კი ისედაც დაბინძურებულ გაერს კიდევ უფრო აბინძურებენ, ჯერ იმიტომ რომ ორჯერ მეტ საწვავს ხმარობენ, ვიდრე მსუბუქი ავტომანქანები და მეორეც, ყველამ იცის რომ ავტოგასამართ სადგურებზე სტანდარტი, რეგულარი და პრემიუმი მხოლოდ ფასებით განსხვავდება და სინამდვილეში კაცმა არ იცის რა ბენზინია და რა ხარისხის. თითონ ავტოგასამართი სადგურები კი ლას-ვეგასივით არის გადაჩახჩახებული. გამონაბოლქვის გარდა ქალაქის ქუჩები კატასტროფულად არის გადატვირთული. იმას ვერავინ ხვდება რომ ჯიპით იქ უნდა იარო სადაც ჯიპია საჭირო და არა შუა ქალაქში, მაგრამ ამაზე არავინ ფიქრობს…

რო იკითხო, საქართველო ევროპული სახელმწიფოა და მის ტრადიციებს იზიარებს. ევროპის ნებისმიერი ქვეყანა ავიღოთ, თუნდაც გერმანია. ამ ცოტა ხნის წინათ გახლდით ამ ქვეყნის ერთ-ერთ ქალაქში. ნაგვის არარსებობაზე რომ არაფერი ვთქვათ, სამი დღის განმავლობაში სულ ხუთიოდე მანქანა შეგვხვდა ქუჩებში, არადა მთელი დღე გარეთ ვიყავით და დავდიოდით, ქალაქს ვათვალიერებდით. ხალხის უმეტესობა ველოსიპედებით დადიოდა ყველგან. შემდეგ გავიგე, რომ გერმანიის კანონმდებლობით ქალაქის ქუჩებში ველოსიპედს უფრო მეტი უფლებები აქვს ვიდრე ავტომანქანას. აი ასეთი ტრადიციებია ევროპაში და რომელ ევროპას ბაძავს საქართველო, თქვენ განსაჯეთ…

ყველაზე საშინელი “ჯიპების” თაობაში ის არის რომ ამ ხალხს კაცობათ ძვირიანი ყველგანმავლის ქონა გონიათ და ამითი აბათილებენ ინტელექტის საჭიროებას.

ძალიან და გულწრფელად ვხალისობ ხოლმე ამ ჯიპების  პატრონების ორიგინალურ ნომრებზე. ასოებს მნიშვნელობა არ აქვს მთავარია ბოლო სამი ციფრი ერთნაირი იყოს, პოპულარული ბრიყვი იქნები თუ ეს სამი ციფრი 777-ა. ეს მოდაში აქვთ. იმის შემდეგ რაც შესაძლებელი გახდა სანომრე დაფებზე საკუთარი სურვილისამებრ ასოების წერა, შეიძლება სიცილით დაიხოცოთ. ინფინიტის ბოლო მოდელში მჯდომი, ნინო ჩხეიძის ჰანგებით სახეგაბრწყინებული მელოტი ბიძა რომ ჩაგივლის გვერდზე და ნომერზე ჯონდი, ანზორი ან ალიკა აწერია არ შეიძლება ამას გულგრილად შეხედო, აუცილებლად გაგეცინება. უფრო კი იმაზე მეცინება საქართველოს დასახმარებლად ჩამოსულ ინვესტორებს რომ ვუყურებ იმ მძღოლივით სახე შეცვლილებს, როდესაც ღარიბი ქვეყნის ქუჩებში მავალი ბოლომოდელის  ყველგანმავლების მარკების ყურებით თვალები უჭრელდებათ. ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს, როდესაც საქართველო განვითარებად “ბანანის” ქვეყანად ითვლებოდა, ჩვენს დასახმარებლად ჩამოსული უცხოელი ბიზნესმენები გიჟდებობდნენ, ასეთი მარკის ავტომობილები ჩვენს ქვეყანაში არ დადის და თქვენ ხართ განვითარებადი ქვეყანაო?

ყველაზე ცუდი ის არის რომ სწორედ ეს ჯიპის პატრონები ქმნიან ქვეყნის ყალბ იმიჯს, ხოლო დანარჩენ “ჯიპების” თაობის წარმომადგენლებს ჯიპის კიარა საჭმლის ფულიც არ აქვთ.

Entry filed under: Citylife, Critisism. Tags: , , , , , , , , .

თარგმანში დაკარგულები ოდნავ შეცვლილი ფორმატით ვბრუნდები…

3 Comments Add your own

  • 1. buba  |  January 2, 2010 at 2:44 am

    shtatebshi jipebi yavs yvelas

    Reply
    • 2. blogintb  |  January 3, 2010 at 12:41 am

      sxva da sxva shtatebshi sxva da sxva situaciaa. amerikashi aris adgilebi sadac msuvuqi manqaniT ver gadaadgildebi. niu iorkshi(verc sheedreba tbiliss sididit magram igive funqcias asrulebs dges rasac tbilisi(centria)) ginaxavs sadme jipebit gatenili qucha an tundac probkebi. mand dziritadad taxebi da sxva msubuqi manqanebi dadian )

      Reply
  • 3. ლილიანი  |  March 28, 2010 at 1:20 am

    friad kritikuli da zalian martali statiaa

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


Old Posts

Counters


Follow

Get every new post delivered to your Inbox.