თარგმანში დაკარგულები
December 9, 2009 at 11:56 pm Leave a comment
საკმაოდ აქტუალური თემაა, ბევრ ფორუმზე მინდახავს და მეც გამიხსნია თემა ამის შესახებ და მინდა აქაც შევეხო. ვგულისხმობ უცხო ენიდან ქართლად ნათარგმნ ნებისმიერი სახის ტელე-რადიო პროდუქტს: სერიალებს, კინოებს, მულტფილმებს და ა.შ…
ფილმების თარგმნის “ინსტიტუტი” საქართველოში უფრო 2000-იანი წლებიდან შეიქმნა და ჩემი აზრით გაუნათლებლობისა და უცხო ენის არ ცოდნის ბრალი უფროა, ვიდრე რაიმე რეალური წინსვლის მაჩვენებელი. ჩემი თაობის ბავშვებმა და მე პირადად რუსული თითქმის სულ მულტფილმებისა და კინოების საშუალებით ავითვისე. ამას დარწმუნებით გეუბნებით, რადგანაც სკოლაში ჩატარებული რუსულის გაკვეთილი არ მახსოვს.
რუსეთთან ომის შემდეგ ფილმების ქართულად თარგმნის სურვილი უფრო გალიერდა, ვითომდა პუწინის მიკრო-პიროვნებისადმი პროტესტის ნიშნად მთელი რუსეთი უკან მოიტოვეს. მაგრამ გაქართულების ამ პროცესს მარტო ეს მიზეზი არ აქვს, და ყველაზე ცუდია, რომ მთავარი მიზეზი ამ ტრაგედიაზე უარესიცაა.
გაუნათლებლობა! ენის არცოდნა წარმოშობს ამ პრობლემას. ენის არცოდნა კი იმ გაუნათლებელი ხალხის ბრალია, რომლებიც შემთხვევით მოხვდნენ სათავეში და გაიადვილეს ცხოვრება. ესეც რომ არ იყოს, თუ რაიმეს თარგმნი, იმისი სწორი თარგმნა უნდა შეგეძლოს და ისე არ უნდა გადათარგმნო როგორც გინდა.
ამ წუთას(ოთხშაბათი, 10 დეკემბერი, 2009 წელი) ვუყურებდი ექიმი ჰაუსის ერთ-ერთ გადაქართულებულ სერიას და რადგანაც ამ სერიალის აქტიური მაყურებელი ვარ, ეს სეზონი კაი ხნის წინ მაქვს ნანახი ინგლისურადაც და რუსულადაც. ჩემი გაკვირვება სწორედ თარგმანის უზუსტობამ გამოიწვია. უზუსტობა რბილად არის ნათქვამი, რადგან იყო ეპიზოდები, რომელშიც ქართული თარგმანის შედეგად მთელი ფილმის შინაარსი იცვლებოდა.
ეს პრობლემა ინტერნეტ სამყაროშიც მწვავედ დგას. ფილმებსი სათაურებს ისე თარგმნიან, როგორც მოეგუნებებათ და სხვა რამეებსაც ))
მე წინააღმდეგი კი არ ვარ, იმისა რომ ქართულად იყოს ყველაფერი საქართველოში? უბრალოდ ამას ცოტაოდენი ცოდნა უნდა და ცოტაოდენი დაფიქრებაც, იმიტომ რომ თუ ექიმი ჰაუსის ქართულად გადათარგმნის ამბიცია გაქვს მისი სწორად თარგმნაც უნდა შეგეძლოს, ასევე ქალაქის ცენტრში არსებული სხვა და სხვა ფირმების სახელწოდებებიც უნდა გადათარგმნო.(რაც არ არის ნამდვილად საჭირო)
მოკლედ რომ ვთქვათ, უხარისხოდ ვცხოვრობთ და ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ბრალია.))
Entry filed under: Critisism, Television. Tags: Georgia, House m.d., Institute, Lost, Serial, Translation, TV.
Trackback this post | Subscribe to the comments via RSS Feed