McDonald’s – სწრაფი კვება თუ ნელი სიკვდილი?

December 6, 2009 at 9:21 pm 7 comments

მაკდონალდსის კორპორაცია მსოფილოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სწრაფი კვების პროდუქტის მწარმოებელი და გამყიდველი კორპორაციაა. მისი ფილიალები დაახლოებით 119 ქვეყანაშია და ყოველდღიურად 47,000,000 კლიენტს ემსახურება. თუ რას წარმოადგენს მაკდონალდსი, საიდან წარმოიშვა და რა არის ამ კორპორაციის წარმატების მიზეზი, ამას ქვემოთ მოგახსენებთ…

მაკდონალდსის პირველი სწრაფი კვების რესტორანი კალიფორნიაში, ძმებმა მაკ და დიკ მაკდონალდსებმა გახსნეს. ამით მათ სრულიად ახალი პროდუქტი შესთავაზეს კალიფორნიელებს, რადგან მანამდე სწრაფი კვების ობიექტები არ არსებობდა.

მაკდონალდსის პირველი ლოგო სულ სხვანაირად გამოიყურებოდა. ჩვენთვის ცნობილი ლოგო მხოლოდ 1963 წელს გაჩნდა. მაკდონალდსში ძირითადად იყიდება ჰამბუგერები, ფრანგული კარტოფილი(ფრი), სხვა და სხვა გამაგრილებელი სასმელი, ნაყინი და ქათმის ნაწარმი.

მაკდონალდსის მომსწახურებაში შედის როგორც კაფე-ბარის ტიპის რესტორნები, გადახურული და ღია ცის ქვეშ არსებული მაგიდებით, ასევე ე.წ. მაკ-დრაივი, რომლის მეშვეობითაც ავტომობილიდან გადმოუსვლელად შეგიძლიათ ისადილოდ. ეს სერვისი დაახლოებით ბენზინ გასამართ სადგურს მოგაგონებთ. მაკ-დრაივი უკვე თბილისშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ახლა გადავიდეთ მთავარზე. მაკდონალდსის ქება დიდებას ნამდვილად არ დავიწყებ, ამ სიამოვნებას თვით მაკდონალდსში მომუშავე პერსონალს დავუტოვებ და თუ უნდათ თაყვანი სცენ.))

პირველ რიგში განვსაზღვროთ რა არის სწრაფი კვების ობიექტი და რა არის რესტორანი. სწრაფი კვების ობიექტი არის ადგილი სადაც “სწრაფად” უნდა “იკვებო” – სათაურიდან ასე ჩანს, რესტორანი კი სულ სხვა რამეა. რესტორანში შედიხარ მინიმუმ ორი საათით, თეთრ ხალათში ჩაცმული ოფიციანტი კი ყველა კაპრიზს გისრულებს და ხრუშჩოვის დროს ჩამოსხმულ ღვინოს გთავაზობს 5000 დოლარად. მოკლედ სრული კაიფია რესტორანი.

სხვაგან როგორ არის ზუსტად არ ვიცი, მაგრამ საქართველოში მაკდონალდსი რესტორნის სახელით არის ცნობილი და ხალხს ზოგჯერ ბავშვები რაიონებიდან ჩამოჰყავთ, რომ მაკდონალდსში ჰეფი-მილი ან ცხელი შოკოლადი მიირთვან.

როგორც მახსოვს პირველი მაკდონალდსის გახნსას საკმაოდ დიდი სკანდალი მოჰყვა მისი ადგილმდებარეობის გამო. იგი ხომ პირდაპირ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. მე არ ვამბობ რომ ეს რამენაირად შეურაცხყოფას აყენებს შოთა რუსთველის ძეგლს. ამ უკანასკნელს იქ მობოდიალე ქურთები უფრო აყენებენ შეურაცხყოფას. ))

მთელს მსოფლიოში ათასობით ადამიანი გამოდის მაკდონალდსის პროდუქციის არაჯანმრთელი ინგრედიენტების გაყიდვიდან ამოღების მოთხოვნით. მაკდონალდსის უფროსობამ კი, პრობლემა ვითომ გადაწყვიტა და სალათები დაამატა მთავარ მენიუს.

საქართველოში კი პლაკატებიც იყო გამოკრული, სადაც ეწერა რომ მაკდონალდსში 100% ჯანმრთელი პროდუქტი იყიდება.

ნებისმიერ ქვეყანაში ცნობილია, რომ ადამიანს, რომელსაც უმცირესი დაავადება მაინც  აქვს საჭმლის მომნელებელ სისტემასთან, პირველ რიგში მაკდონალდსის ნაწარმის ჭამას უკრძალავენ.

თბილისში თუ სწორად მახსოვს მაკდონალდსის სამი ფილიალია, რომლებიც დღე და ღამე გატენილია ნებისმიერი ასაკის ხალხით. რამდენი სკანდალიც არ აგორდა მაკდონალდსზე, მისმა მენეჯმენტმა ყველა მიჩქმალა.

ამერიკისა და ევროპის მოსახლეობაში დემოგრაფიული პრობლემების შემდეგ ყველაზე მწვავედ სიმსუქნის პრობლემა ითვლება, რომლის მთავარი პრობლემა სწრაფი კვების ობიექტებში სიარულია. რაც ყველაზე ცუდია, მარტო სიმსუქნე არ მოჰყვება ამ პროდუქციით კვებას. პირველ რიგში ირღვევა კუჭის სწორი ფუნქციონირება და ამას მილიონობით დაავადების გამოწვევა შეუძლია.

არაფერი არ იქნებოდა საშიში, საქართველოში მაკდონალდსში შესვლა პრესტიჟულად რომ არ ითვლებოდეს. ესეც, რომ არ იყოს, სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, მაკდონალდსის პროდუქტი საქართველოში ძალიან ძვირია.

კატასტროფაა ისიც რომ ეს ე.წ. 100%-ით ჯანმრთელი პროდუქტი წლების განმავლობაში გაყინული ინგრედიენტებისაგან მზადდება. ასეთი ხანგრძლივობით კი მხოლოდ გენმოდიფიცირებული პროდუქტის შენახვაა შესაძლებელი.

თავიდან მეც არ მომეწონა ის, რომ ჯობია ზოგჯერ შეიკავო თავი და მაკდონალდსში დროის გატარება შეზღუდო, მაგრამ არ შეიძლება ადამიანმა და მითუმეტეს ახალგაზრდამ ყოველდღიურად ჭამოს პროდუქტი, რომელიც არანაირ ბუნებრივ პირობებში არ ძველდება. ხორცი 4 წლის შემდეგაც ისევ ისეთივეა, კარტოფილი კი  საერთოდ ზეთიანია.

ესეც პატარა ვიდეო ამასთან დაკავშირებით:

ჩვენ, როგორც პროგრესულად მოაზროვნე აყვავების პირას მყოფი ქვეყნის ახალგაზრდობამ უნდა გავითვალისწინოთ ასეთი რაღაცები, რადგანაც ჯანმრთელობაა სწორედ წარმატების განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი ნებისმიერი პროფესიის ადამიანისათვის, მაკდონალდსში კი შეიძლება თვეში ერთხელ მსუბუქად წაიხემსო. )

ჩვენ გვიყვარს მაკდონალდსი, მაგრამ მაკდონალდსს მარტო ფული უყვარს ))

I’m lovin’ it, but does it love me? საკითხავი აი ეს არის ))

Entry filed under: Black PR, Brand, Citylife, Critisism. Tags: , , , , .

მსოფლიოს ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერა თარგმანში დაკარგულები

7 Comments Add your own

  • 1. Maka Asatiani  |  December 6, 2009 at 10:49 pm

    სიკვდილი :)

    Reply
  • 2. Lord Vader  |  December 9, 2009 at 11:21 am

    სიკვდილი არა კუ :)

    ადამიანს რომელსაც აქვს კუჭთან მონელება უუუუამრავ რაღაცას უკრძალავენ. მათ შორის ქართველებს საკუთარ ეროვნულ სიამაყედ რომ მიგვაჩნია იმასაც.

    სწრაფი კვების და სიმსუქნის დაკავშირება არის ყველაზე დიდი მითი. მეორე ე.წ. გენმოდიფიცირებული საკვებთან დაკავშირებული მითებია. კიდევ ის რომ ტელევიზორი კიბოს იწვევს. ყავა კუჭის წყლულს. მობილური ტვინის სიმსივნეს. და რომ თურმე ყველა Eმულგატორი არის სიკვდილი. ყველაფერი ამის დამტკიცება ბევრმა სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.

    რაც შეეხება სიძვირეს ბიგ-მაქ ინდექსი არ გინახავს შენ, გეტყობა. :)
    ეკონომისტი აქვეყნებს ხოლმე. ნამდვილად არვ ვართ ძვირების TOP-ში.

    Reply
    • 3. blogintb  |  December 9, 2009 at 11:38 pm

      ხო ეგ ფასებთან დაკავშირებით არ ვიცი მაგრამ მაკდონალდსის და საერთოდ სწრაფი კვების გენოდიფიცირებული პროდუქტი რომ კუჭის ფნქციონირების დარღვევას იწვევს, მაგას რათ უნდა ბევრი ლაპარაკი და კუჭის ცუდი ფუნქციონირება იწვევს სწორედ სიმსუქნესაც და სხვათა და სხვათ )) კარგია მომწონს კრიტიკული პოსტი. 0-_)

      Reply
  • 4. Lord Vader  |  December 10, 2009 at 9:35 am

    ლაპარაკი ყველაფერს უნდა. და დამტკიცება. :)
    შენს პოსტზე არ ვამბობ ამ შემთხვევაში, არამედ დეპუტატებზე, რომლებიც მაგალითად გენმოდიფიცირებულ პროდუქტს უტევენ და საბუთად ალიას სტატიები მოყავთ.

    არადა 2008 წელს ინგლისურმა სამედიცინო ასოციაციამ გამოაქვეყნა კვლავის შედეგები – 15 წლის განმავლობაში მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში მოიხმარს გენმოდიფიცირებულ პროდუქტს ყოველგვარი ზიანის გარეშე. http://forum.ge/?showtopic=33993126&view=findpost&p=14783086

    მაქზე სწორედ დღეს ვაქვეყნებ პოსტს ;)

    Reply
    • 5. blogintb  |  December 10, 2009 at 1:25 pm

      არცერთი ასოციაცია საზიანოს არ გამოაქვეყნებს ამ თემაზე, რადგან რომ არა გენმოდიფიცირებული პროდუქტი, მსოფლიოში საკმაოდ შესამჩნევი დეფიციტი წარმოიქმნებოდა, ნატურალური პროდუქტი არ არის საქმარისი მთელი მსოფლიოსთვის. 15 წელიწადი ეს შენთვის და ჩემთვის არის ბევრი თორე გენმოდიფიცირებული პროდუქტის მოქმედება გაცილებით დიდი ხნის განმავლობაში ხდება. პირადა იმ ადამიანს შეიძება საგრძნობი გართულებები არ განუვითარდეს, მაგრამ ასეთი პროდუქტი იწვევს ისეთ ცვლიელბებს ორგანიზმში და გენეტიკაში, რომ არ არსებობს შემდეგ თობებზე ცუდი ზეგავლენა არ მოახდინოს. ვნახავ შენ პოსტს აუცლიებლად ;)

      Reply
      • 6. Lord Vader  |  December 10, 2009 at 5:37 pm

        რეპუტაცია ყველაზე ძვირი ღირს. რეზულტატების ფალსიფიცირებაზე კი პლუს – პასუხსმგებლობაა. იქაც ჩვენნაირი მოსამართლეები კი არ არიან.

        თან ყველაზე მთავარს არ ითვალისწინებ – კვლევებს აფინანსებს ორივე მხარე, მათ შორის მოწინააღმდეგენიც, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერაფერი დაამტკიცეს.

        არადა, გენ-მოდიფიცირებული პროდუქტის მოწინააღმდეგეთა ბანაკი უფრო დიდია და არანაკლებ გავლენიანი. მიზეზთა გამო ევროპული კომპანიები ჩამორჩნენ და ახლა ცდილობენ მიაღწიონ აკრძალვას რათა თავი დაიცვან ამერიკელი და კანადელი კონკურენტებისგან.

        მოკლედ არაა ეგრე მარტივი თემა და კომენტარში ვერ ჩავატევ. ლინკი იმიტომ დავდე – იქ კარგი დისკუსია გამოვიდა.

      • 7. blogintb  |  December 10, 2009 at 8:13 pm

        xo aq nagdad ar gamova diskusia. calke davwer mere genmodificirebaze

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


Old Posts

Counters


Follow

Get every new post delivered to your Inbox.