Archive for December, 2009
ოდნავ შეცვლილი ფორმატით ვბრუნდები…
მას შემდეგ რაც ჯი დომენზე გადავიტანე ჩემი მეორე ბლოგი, ეს საცოდავი ცოტათი დავივიწყე მაგრამ მომაწვა თუ არა გიტარის გარდა თავში სხვა თემები, გადავწყვიტე დავბრუნებოდი ვორდპრესსაც…ოღონდ უფრო კრიტიკას დავუთმობ ჩემს პოსტებს, რადგანაც დღეს დღეობით ფაქტიურად ყველა თემაზე არსებობს ბლოგი კრიტიკის გარდა და ჩემი აზრით სწორედ ეს თემა აკლია დღეს ქართულ ცხოვრებას და მოღვაწეობის ნებისმიერ სფეროს. შევეცდები ზრდილობის ფარგლებში გავაკრიტიკო ყველაფერი, ზრდილობა ხომ ადამიანის ერთ-ერთი განმსაზღვრელი თვისებაა… სამწუხაროდ არც ეს თვისებაა დიდად პოპულარული დღევანდელ საქართველოში, მაგრამ რადგანაც ვბლოგერობთ და ვწერთ ესეიგი აქ ყველანი ადამიანები ვართ ასე თუ ისე ამიტომ ადამიანურად მოვეკიდები ყველა თემას და ისევე გავაკრიტიკებ…გამარჯობათ(ეს გამარჯობათ ინგა გრიგლოლიასავით ბოლოსკენ მოვიტოვე)
ჯიპების თაობა
Infiniti, Toyota, Land Rover, Mercedes, BMW…ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ ავტომწარმოებლებისა, რომლებიც ყველგანმავალის ტიპის ავოტმობილებს უშვებენ.
თარგმანში დაკარგულები
საკმაოდ აქტუალური თემაა, ბევრ ფორუმზე მინდახავს და მეც გამიხსნია თემა ამის შესახებ და მინდა აქაც შევეხო. ვგულისხმობ უცხო ენიდან ქართლად ნათარგმნ ნებისმიერი სახის ტელე-რადიო პროდუქტს: სერიალებს, კინოებს, მულტფილმებს და ა.შ…
McDonald’s – სწრაფი კვება თუ ნელი სიკვდილი?
მაკდონალდსის კორპორაცია მსოფილოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სწრაფი კვების პროდუქტის მწარმოებელი და გამყიდველი კორპორაციაა. მისი ფილიალები დაახლოებით 119 ქვეყანაშია და ყოველდღიურად 47,000,000 კლიენტს ემსახურება. თუ რას წარმოადგენს მაკდონალდსი, საიდან წარმოიშვა და რა არის ამ კორპორაციის წარმატების მიზეზი, ამას ქვემოთ მოგახსენებთ…
მსოფლიოს ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერა
გთავაზობთ ჟურნალ “Rolling Stones”-შიგამოქვეყნებულ სტატიას – “მსოლიოს ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერა”. საკმაოდ კარგი 500-ეულია თანაც ბლოგიც გახალისდება…პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:
1. Like a Rolling Stone, Bob Dylan
2. Satisfaction, The Rolling Stones
3. Imagine, John Lennon
4. What’s Going On, Marvin Gaye
5. Respect, Aretha Franklin
მეტის სანახავად წაიკითხეთ პოსტი…
Iblog, Ublog…bla bla bla
გაგიმარჯოს…
დიდხანს ვიფიქრე რა დამერქმია ამ ბლოგისთვის და მაინც ვერ დავარქვი ის რაც მინდოდა(ყველაფერი დაკავებულია), ხოდა ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს რა ჰქვია ამ ბლოგს, მთავარია რომ ბლოგის ფუნქციას შეასრულებს. ძალიან კარგი საშუალებაა საკუთარი იდეებისა და აზრების დასაფიქსირებლად. საერთოდ მიყვარს სხვის ბლოგებში ძრომიალი და სხვა და სხვა ხალხის ნააზრევის კითხვა. აქამდე მარტო კონკრეტული ბლოგი მქონდა ბლუზზე. ახლა მინდა ზოგადად ყველა თემაზე დავწერო, რაც თავში მომივა: ბუკერების დალუქვიდან პენტაგონის ამბებამდე. თუ დაგაინტერესებთ ჩემი ბოდიალი, მესიამოვნება ნამეტნავად. ესევ პირველი პოსტი..))
სალამალეიქუმ!
ბლოგი ყველა თემაზე. დომენის დედა აზრში ტბ ვითომ თბილისს ნიშნავს, სასურველი დომენის ძებნაში ისე გადამეწვა ფანტაზია, რომ იმედია მაპატიებთ ))